უკრაინელი ომის ტყვეების დაახლოებით 90%-ი წამების, გაუპატიურების, სექსუალური ძალადობის მუქარის ან სხვა სახის სასტიკი და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი იყო, - ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურორმა, ანდრეი კოსტინმა განაცხადა.
"უკრაინამ ამ საშინელებათა მტკიცებულებები ყველა გათავისუფლებულ ტერიტორიაზე აღმოაჩინა“, - აღნიშნა კოსტინმა.„მხოლოდ ხერსონის ოლქში წამების 11 პალატა დაფიქსირდა. ხარკოვის ოლქში გამოძიება დაწყებულია წამების თითქმის 100 საქმეზე, სადაც 700-ზე მეტი მსხვერპლი გამოვლინდა“, - განაცხადა გენერალურმა პროკურორმა.
ამასთან, მისი თქმით, წამების სხვადასხვა ფორმასთან დაკავშირებულ საქმეებზე 156 ეჭვმიტანილი გამოვლინდა და 114-ის წინააღმდეგ წაყენებული ბრალდებები სასამართლოშია გაგზავნილი.