თინა ბოკუჩავა - ევროკავშირს უნდა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ეს ძალიან რთულია მაშინ, როდესაც 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული - აი, ეს იყო პირდაპირი გზავნილი

ევროკავშირს უნდა საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ ძალიან რთულია კანდიდატის სტატუსის მინიჭება მაშინ, როდესაც 12 რეკომენდაციიდან მხოლოდ სამია შესრულებული - აი, ეს იყო პირდაპირი გზავნილი! - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას ინფორმაციით, საუბარი იყო იმაზე, რომ საქართველოს საგარეო პოლიტიკა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკასთან თანხვედრაში არ არის.

ოპოზიციონერი დეპუტატის თქმით, დასახელდა ამის კონკრეტული მაგალითები, მათ შორის ფრენების აღდგენა რუსეთთან.

„ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დამსახურების მიხედვით ხდება. შეუძლებელია კანდიდატის სტატუსის მინიჭება იქ, სადაც ხელისუფლება რეკომენდაციებს მიზანმიმართულებად არ ასრულებს. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის პროგნოზირება ძალიან რთულია. ჩემი აზრით, ეს არ არის მთავარი. მთავარია გზავნილები, რაც ჩვენ დღეს მოვისმინეთ - რომ ევროკავშირს უნდა საქართველოს კანდიდატის სტატუსი მისცეს, მაგრამ ხელისუფლების მოქმედებები სტატუსის მიღებას რეალურად შეუძლებელს ხდის მაშინ, როცა რეკომენდაციების არ სრულდება. ეს ის გზავნილია, რაც იკითხება იმ ძალიან მძიმე განცხადებებიდან, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო