ირაკლი ღარიბაშვილი ჯოზეფ ბორელს - ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით, მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს - ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება

ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ, სამართლიანი იყოს- ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება რუსეთისთვის პოზიტიური გზავნილი იქნება, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ, ჯოზეფ ბორელს შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არცერთი რეკომენდაცია არ ჰქონდათ შესრულებული, „ჩვენ კი სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ“.

„ჩვენ გაცილებით სერიოზულ და რთულ მოცემულობაში მოვყევით. ჩვენი მთავარი არგუმენტი არის შემდეგი, ჩვენ სამართლიან მოპყრობას ვითხოვთ. გასულ წელს უკრაინამ და მოლდოვამ ბონუსად, ავანსად მიიღეს სტატუსი ისე, რომ მათ არ ჰქონდათ შესრულებული არცერთი რეკომენდაცია, ჩვენ არ მივიღეთ.

ქართველებს ყველაზე მეტად რაც არ გვიყვარს, ეს არის უსამართლობა. ჩვენ უსამართლობას არ ვეგუებით. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თქვენ მიიღებთ სამართლიანი იყოს.

რაც შეეხება იმას, თუ რა გზავნილი იქნება, როდესაც არავინ იცის, როდის დასრულდება უკრაინაში ომი, როგორი წესრიგი ჩამოყალიბდება მსოფლიოში, ასეთ რთულ ვითარებაში, რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, არაპროგნოზირებად გარემოში ნებისმიერი საწინააღმდეგო გადაწყვეტილება, ნებისმიერი ნეგატიური გზავნილი, პოზიტიური გზავნილი იქნება რუსეთისთვის.

ამიტომ, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ეს პროცესი რთულია, ეს არის დამსახურებაზე დაფუძნებული დამოკიდებულება, მაგრამ ამავდროულად კარგად გვესმის, რომ ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს არ არის მხოლოდ დამსახურებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილება. კიდევ ვიმეორებ, მოლდოვის და უკრაინის შემთხვევაში თქვენ მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებით იხელმძღვანელეთ. მინდა იმედი გამოვთქვა, რომ თუ ჩვენ ნამდვილად გვსურს პოლარიზაციის დასრულება ქვეყანაში, როგორც თქვენ ბრძანეთ, თუ თქვენ ნამდვილად გსურთ, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს, კიდევ უფრო დაახლოვდეს, მაშინ ჩვენი პოზიციაა შემდეგი, საქართველომ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი წლის ბოლოს“,- აღნიშნა პრემიერმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა