უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე ე.წ. ადგილობრივი არჩევნები ყალბია და არანაირი იურიდიული ძალა არ ექნება.
უკრაინის ოფიციალური პირები მოსახლეობა აფრთხილებენ, რომ არ მიიღონ მონაწილეობა ე.წ. არჩევნებში.
მათი თქმით, არჩევნების ორგანიზებაში ჩართული უკრაინის მოქალაქეები მომავალში დაისჯებიან. ე.წ. არჩევნები ევროპის საბჭომაც დაგმო და განაცხადა, რომ უკანონოდ ანექსირებულ უკრაინის ტერიტორიებზე აღნიშნული ქმედება საერთაშორისო სამართლის უხეში დარღვევაა.
„ეს ტერიტორიები არა უკრაინის განუყოფელი ნაწილია“, - ნათქვამია ევროპის საბჭოს განცხადებაში.
ცნობისთვის, უკრაინის ოთხ რეგიონში: დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. ადგილობრივი არჩევნები მიმდინარეობს, რომელიც კვირას დასრულდება. ე.წ. კანდიდატები რუსები ან პრორუსები არიან. რუსეთმა, გასული წლის სექტემბერში, ე.წ. რეფერენდუმების ჩატარების შემდეგ, აღნიშნული რეგიონები საკუთარ ტერიტორიად გამოაცხადა, თუმცა მათ სრულად დღემდე ვერ აკონტროლებს.