თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოთიშში სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ქოთიშში, მერიის თანამონაწილეობით, ა(ა)იპ „ქეა-კავკასიას“ პროექტის „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ მეშვიდე ფაზის (CDI-7) ფარგლებში, სკვერის რეაბილიტაცია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერი, გიორგი წიკლაური სოფელ ქოთიშის დეპუტატთან, გიორგი ფიჩხულაშვილთან ერთად ახლად რეაბილიტირებული სკვერის გახსნას დაესწრო.

„ასევე, შეხვედრას ესწრებოდნენ მეშვიდე ფაზის - CDI-7 მენეჯერი ნინო კაკაბაძე, სათემო ორგანიზაცია „ქოთიშის“ წევრი რუზანა კონდაქჩიანი, BP-ს სოციალური ინვესტიციების ხელმძღვანელი ეთერ კვირიკაშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა.

პროექტის ფარგლებში მოეწყო კაუჩუკის ფილები, დამონტაჟდა საბავშვო ატრაქციონები, დაიდგა მოსასვენებელი სკამები, დაირგა ახალი ნერგები და დამონტაჟდა მზის ენერგიაზე მომუშავე ლამპიონები.

პროექტი „ადგილობრივი მოსახლეობის განვითარების ინიციატივა“ (CDI-7) ინიცირებული და დაფინანსებულია BP- სა და მისი პარტნიორების, ბაქო-თბილისი- ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის მილსადენის კომპანიების (BTC/SCP) მიერ. პროექტს ახორციელებს ,,ქეა კავკასია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო