გიორგი ვაშაძე - პრეზიდენტს, რაც ამ პროცესში შეუძლია გააკეთოს, სააკაშვილის შეწყალებაა - 100%-ით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, მას სააკაშვილის შეწყალების საკითხი მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს

პრეზიდენტს, რაც ამ პროცესში შეუძლია გააკეთოს, მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაა - 100 პროცენტით დაზუსტებული ინფორმაცია მაქვს, მას სააკაშვილის შეწყალების საკითხი მათ შორის საფრანგეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე დაუსვეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ვაშაძემ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტთან დაკავშირებულ პროცესზეც ისაუბრა და მას „აბსურდული" უწოდა.

„გამომდინარე იქიდან, რომ "ქართული ოცნება" რუსულ დავალებას ასრულებს, ბორელის საქართველოში ვიზიტს იმპიჩმენტის საკითხი დაახვედრეს, რათა გარემო კიდევ უფრო დაემძიმებინათ. ხომ ვიცით, რომ იმპიჩმენტისთვის საჭირო 100 ხმა არა აქვთ - რას ემსახურება ეს ყველაფერი?! თვითონაც აღიარებენ, რომ მთელი ეს პროცესი არის აბსურდი, ყველა „ქოცი“ ამბობს, რომ 100 ხმა არა აქვთ და ამ ხმების დაგროვების ვერავითარ შანსს ვერ ვხედავ", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო