აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდი ქობულეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს

ქობულეთში, უხვი ნალექის შედეგად რამდენიმე ადგილზე განვითარდა მეწყრული პროცესი, ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე აჭყვა კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც რამდენიმე მისამართზე დატბორვა გამოიწვია. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, უხვი ნალექის შედეგად განსაკუთრებით დაზიანდა რამდენიმე ოჯახი, მათ შორის სოფელ ქობულეთში მცხოვრები მინდია ჯაფარიძის და სოფელ ზენითში მცხოვრები იმედო ქათამაძის ოჯახი. ორივე ოჯახი გადაყვანილია უსაფრთხო ადგილზე. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის სარეზერვო ფონდი ქობულეთში, სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს მატერიალურ დახმარებას გაუწევს.

ამასთან, დასკვნით ეტაპზეა გზების გაწმენდითი სამუშაოები და გადაადგილება ყველა მიმართულებით შეფერხების გარეშეა შესაძლებელი. განხორციელდა დატბორილი ადგილების ამოტუმბვა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო