ლევან ხაბეიშვილი - დარწმუნებული ვარ, რომ ზურაბიშვილის მაკრონთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის შეხვედრაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის საკითხი იქნებოდა.

როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, შეუძლებელია ეს საკითხი მაკრონისთვის პრიორიტეტული არ ყოფილიყო.

„მაკრონს საჯაროდაც აქვს გაცხადებული პრეზიდენტ სააკაშვილის პოლიტიკური დევნის შესახებ, ეს განცხადება მაკრონს თავად გაუკეთებია, აკეთებს უკრაინის მთავრობა და აკეთებს პრეზიდენტი ზელენსკი, ასევე, ბევრი ჩვენი დასავლელი პარტნიორი. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაკრონთან შეხვედრის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი იქნებოდა პრეზიდენტ სააკაშვილის საკითხი, რადგან ასეთი რამ მას საჯაროდაც გაუკეთებია“, - განცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო