ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ სამიტი დაიწყო

ნიუ-დელიში „ოცეულის ჯგუფის“ (G20) რიგით მე-18 სამიტი დაიწყო. მედიის ცნობით, ეს ჯგუფის პირველი შეხვედრაა, რომელიც ინდოეთში და ზოგადად, სამხრეთ აზიაში ტარდება.

ინდოეთის თავმჯდომარეობა „ერთი დედამიწა, ერთი ოჯახი, ერთი მომავალი“ თემაზეა კონცენტრირებული.

Reuters-ის ცნობით, სამიტი აფრიკული კავშირისთვის მუდმივი წევრობის მინიჭებიდან დაიწყო.

„ჩვენ მივესალმებით აფრიკული კავშირის წევრობას და დარწმუნებულები ვართ, რომ მისი ჩართვა G20-ის მუშაობაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თანამედროვეობის გლობალური პრობლემების გადაწყვეტაში“, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ.

ახლა G20-ში ოცდაერთი მონაწილეა ევროკავშირის, აშშ-ს, ჩინეთისა და რუსეთის ჩათვლით. G20-ის წილი მსოფლიო მთლიან შიდა პროდუქტში 85% შეადგენს, რაც მსოფლიო ვაჭრობის 75%-ზე მეტია. აფრიკული კავშირის მიღებით, რომელიც 55 ქვეყანას აერთიანებს, ეს ციფრი კიდევ უფრო გაიზრდება. სამიტის მუშაობაში აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენიც მონაწილეობს.

„ბლოკში უკრაინაში ომთან დაკავშირებით უთანხმოებას აქვს ადგილი: დასავლეთის ქვეყნები რუსეთის ქმედებების დაგმობას მოითხოვენ, სხვა ქვეყნებს კი მიაჩნიათ, რომ ჯგუფმა უფრო ფართო ეკონომიკურ საკითხების გადაწყვეტაზე უნდა იმუშაოს“, - წერს Reuters-ი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება