აშშ-ს უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებს

უახლოეს მომავალში აშშ-ს მთავრობა უკრაინისთვის ATACMS-ის ტიპის რაკეტების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას მიიღებს და ეს ამ ქვეყნისთვის დახმარების მომდევნო პაკეტში შევა.

ინფორმაციას აშშ-ს მთავრობის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით, ამერიკული მედია ავრცელებს.

„აშშ-ს ხელისუფლება გადაწყვეტილების მიღებასთან ახლოს არის, მაგრამ ოფიციალურ გამოცხადებამდე გეგმა შესაძლოა დაკორექტირდეს. გადაწყვეტილება უკვე მაგიდაზე დევს და, სავარაუდოდ, უკრაინისთვის მორიგი დახმარების პაკეტში შევა, მაგრამ რაკეტების უშუალო გადაცემას, შესაძლოა, რამდენიმე თვე დასჭირდეს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ უკრაინა რაკეტების გადაცემას დიდი ხანია ითხოვს, რადგან ეს რუსული არმიის ზურგში დარტყმების განხორციელების საშუალებას მისცემს. ამჟამად უკრაინის შეიარაღებული ძალების ამ მოთხოვნას ნაწილობრივ ბრიტანულ-ფრანგული Storm Shadow/SCALP-ის ტიპის რაკეტები აკმაყოფილებს.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 25.09.2023
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი