ბალტიის ზღვაში Northern Coasts-ის წვრთნები ტარდება

ბალტიის ზღვაში, ლატვიასა და ესტონეთის სანაპიროსთან, სამხედრო წვრთნები Northern Coasts დაიწყო, რომელშიც 30-მდე ხომალდი და 3000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობს.

წვრთნების მიზანს რუსეთის პოტენციურ თავდასხმაზე რეაგირება წარმოადგენს.

მედიის ცნობით, Northern Coasts-ში ნატო-ს ქვეყნების, ჩრდილოატლანტიკური ალიანის მომავალი წევრის - შვედეთის, და ასევე მოკავშირეების: აშშ-ს, კანადის, ნიდერლანდების, ბელგიის და საფრანგეთის სამხედროები მონაწილეობენ და ისინი სადესანტო ოპერაციებს და ზღვიდან დარტყმებს დაამუშავებენ.

წვრთნების კიდევ ერთი მიმართულება ბალტიის ზღვაში არსებული საზღვაო გზების დაცვა იქნება.

გერმანიის სამხედრო-საზღვაო ძალების მთავარსარდლის, იან კრისტიან კააკის განცხადებით, მოწინააღმდეგის საიმედო შეკავება თავდასხმის უნარსაც უნდა შეიცავდეს.

„ჩვენ ვუგზავნით რუსეთის მკაფიო სიგნალს სიფხიზლის შესახებ “, - განაცხადა იან კრისტიან კააკმა.

აშშ-ს მხრიდან წვრთნებში სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდი Mesa Verde-ს მონაწილეობს, რომლის სიგრძე 200 მეტრს აღემატება და რომელიც 800-მდე საზღვაო ქვეითის ტრანსპორტირებასა და დესანტისთვის არის განკუთვნილი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო