რუმინეთში კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს

რუმინეთში კიდევ ერთი დრონის ნამსხვრევები აღმოაჩინეს.

ამის შესახებ ინფორმაციას რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

დრონის ფრაგმენტები ტულჩას ოლქის სოფელ პლაურუსთან მახლობლად აღმოაჩინეს. საძიებო მისია ადგილობრივი ხელისუფლებისგან ინფორმაციის მიღების შემდეგ დაიწყო. რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა ოპერატიული რეაგირება მოახდინა ინციდენტზე და განაცხადა, რომ რუმინეთის ტერიტორიაზე უკრაინის საზღვართან ახლოს დრონის ახალი ფრაგმენტების აღმოჩენა, რომლებიც რუსი სამხედროების მიერ გამოყენებულ დრონებს ჰგვანან, იმაზე მეტყველებს, რომ რუმინეთის სუვერენული საჰაერო სივრცის სრულიად მიუღებელი დარღვევა მოხდა.

„კიდევ ერთხელ მკაცრად ვგმობ რუსეთის მიმდინარე თავდასხმებს უკრაინული მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ, მათ შორის დუნაიზე უკრაინულ პორტებზე, რუმინეთის საზღვართან ახლოს. ეს თავდასხმები საერთაშორისო სამართლის ნორმებს არღვევენ და სამხედრო დანაშაულებს წარმოადგენენ,” - განაცხადა იოჰანისმა.

მან აღნიშნა, რომ შაბათს ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ჰქონდა სატელეფონო საუბარი, რომლის დროსაც, ახალი მოვლენების შესახებ შეატყობინა, ხოლო გენერალურმა მდივანმა რუმინეთთან სრული სოლიდარობა გამოხატა და აღნიშნა, რომ ალიანსი და მისი წევრები სრულიად უჭერენ მხარს რუმინეთს.

ლევან ალაფიშვილი - თუ სასამართლომ მმართველი გუნდის სასარგებლო გადაწყვეტილება მიიღო, ევროპული სტრუქტურებისთვის ეს იქნება იმის ლუსტრაცია რომ ჩვენ არც საკონსტიტუციო სასამართლო გვაქვს დამოუკიდებელი პოლიტიკური გავლენებისგან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.10.2023
მისაბმელი ტრაილერების მწარმოებელი გერმანული კომპანია „შმიტც კარგობული“ (Schmitz Cargobull) საქართველოს ბაზარზე შემოვიდა
კახა ოქრიაშვილი - ასეთი სუს-ის იმედზეა ბიძინა ივანიშვილი და ჩვენი საწყალი ქვეყანა?
დრესაპ ჯგუფი აჭარის რეგიონში 14 ახალ მაღაზიას ხსნის
თინეთი DeGameFi-ს ოფიციალური პარტნიორია
Petra Sea Resort-სა და Valor Hospitality Partners-ს შორის თანამშრომლობა Future Hospitality Summit-ზე დაანონსდა