ბრაზილიის პრეზიდენტი - თუ ვლადიმერ პუტინი ბრაზილიაში "დიდი ოცეულის" სამიტზე დასასწრებად ჩამოვა, არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, 19 სექტემბერს დაგეგმილი გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის ადგილი, სადაც უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები, ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დასხდნენ.

"ჩვენ გვექნება გაერო-ს გენერალური ასამბლეა 19 სექტემბერს. ეს არის ადგილი ომის განსახილველად. ეს არის ადგილი მშვიდობის განსახილველად. ეს არის ადგილი, პუტინისა და ზელენსკის მოლაპარაკებების მაგიდასთან დასასმელად", - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება.

"მიმაჩნია, რომ პუტინი ადვილად წავა ბრაზილიაში. რაც შემიძლია გითხრათ, არის ის, რომ თუ მე ვიქნები ბრაზილიის პრეზიდენტი და ის ბრაზილიაში ჩამოვა, არ დააპატიმრებენ", - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

გიორგი კაჭარავა - უკრაინა-რუსეთის ომის დასასრულებლად დაწყებული პროცესი რუსეთის პირობებზე ვერ წარიმართება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება