უკრაინის საგარეო უწყება "დიდი ოცეულის" დეკლარაციაზე - საამაყო არაფერია

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო "დიდი ოცეულის" ერთობლივ დეკლარაციას იმის გამო აკრიტიკებს, რომ მასში რუსეთი ნახსენები არ არის და აცხადებს, დეკლარაციასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია.

"დიდმა ოცეულმა საბოლოო დეკლარაცია მიიღო. მადლობელი ვართ პარტნიორების, რომლებიც ცდილობდნენ ტექსტში მკაცრი ფორმულირებები შეეტანათ. თუმცა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის თვალსაზრისით, "დიდ ოცეულს" საამაყო არაფერი აქვს", - წერს უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, ოლეგ ნიკოლენკო სოციალურ ქსელში.

მისი შეფასებით, დოკუმენტში, სადაც აღნიშნულია, რომ ყველა ქვეყანამ გაერო-ს წესდება უნდა დაცვას და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავი შეიკავოს, "ყველა ქვეყნის" ნაცვლად უნდა ეწეროს რუსეთი. ამასთან, დეკლარაციაში "უკრაინის კრიზისის" ნაცვლად ჩაწერილი უნდა იყოს "რუსეთის აგრესიული ომი უკრაინის წინააღმდეგ", ხოლო "უკრაინაში მიმდინარე ომის" ნაცვლად აღნიშნული უნდა იყოს "უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი".

შეგახსენებთ, გუშინ, "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 14 დეკემბერს პარლამენტის ეზო და შემოგარენი გადაჭედილი იქნება საპატრულო პოლიციით და რობოკოპებით, მაგრამ, ძალოვნები იქნებიან თუ არა აგრესიულები, ეს იქნება გადამწყვეტი
ქართული პრესის მიმოხილვა 12.12.2024
კახა ოქრიაშვილი - ყაველაშვილი არის დე-ფაქტო, არალეგიტიმური „პრეზიდენტის პოსტზე“ დანიშვნის პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სჭირდება და წაართვეს პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნები!
Samsung-ის საახალწლო ფასდაკლებები დაიწყო - აჩუქე ის, რაც სულ ემახსოვრება
Skillwill – პირველი ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელსაც სახელმწიფომ სრული აღიარება მიანიჭა