აზერბაიჯანი ყარაბაღი-სომხეთის გზის გახსნაზე შეთანხმების მიღწევას უარყოფს

აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის მრჩეველი, ჰიკმეტ ჰაჯიევი უარყოფს ინფორმაციას, რომ ბაქომ ყარაბაღის ე.წ. "ხელისუფლებასთან" მიაღწია შეთანხმებას აზერბაიჯანისა და სომხეთისკენ მიმავალი გზების გახსნის შესახებ.

ჰაჯიევი სოციალურ ქსელში წერს, რომ ყარაბაღის არალეგალური რეჟიმი არ დაეთანხმა ბაქოს შეთავაზებას გზების ერთდროულად გახსნასთან დაკავშირებით.

ჰაჯიევი განმარტავს, რომ აზერბაიჯანი შეინარჩუნებს სასაზღვრო და საბაჟო კონტროლს ლაჩინის დერეფანზე, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს. მისი თქმით, პირველად 1988 წლის შემდეგ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის გაიხსნება, რაც ბაქოს მთავარი მოთხოვნაა.

სომხურმა მედიამ შაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღის "ოფიციალური პირები" დაეთანხმნენ ბაქოს მოთხოვნებს, გაეხსნათ აზერბაიჯანისკენ მიმავალი გზა ლაჩინის დერეფნის ბლოკადის მოხსნის სანაცვლოდ. ყარაბაღის "ოფიციალური პირების" მტკიცებით, მათ ეს გადაწყვეტილება რეგიონში "მძიმე ჰუმანიტარული პრობლემების" გათვალისწინებით მიიღეს.

ამასთან, ჰაჯიევმა Reuters დაუდასტურა, რომ ე.წ. ყარაბაღის ხელისუფლება, სომხეთისკენ გზის გახსნის სანაცვლოდ, აზერბაიჯანიდან დახმარების ტვირთების ტერიტორიაზე შესვლას დასთანხმდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში