სერგეი ლავროვი - სომეხი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ მოსკოვმა ყარაბაღი აზერბაიჯანს "ჩააბარა" სიმართლეს არ შეესაბამება - ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ, საკუთარ ხალხს პასუხი თავად გასცენ

სომეხი ოფიციალური პირების განცხადებები, თითქოს რუსეთმა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღი ჩააბარა, არ შეესაბამება რეალობას, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

„ერთ-ერთმა ფიგურამ, ჩემი აზრით, პარლამენტის ხელმძღვანელმა, საკუთარ თავს უფლება მისცა გამოსულიყო იმ გაგებით, რომ რუსეთმა ყარაბაღი აზერბაიჯანს გადასცა. უფრო არასწორი და არაკეთილსინდისიერი განცხადება ძნელი წარმოსადგენია. მან მიუთითა, რომ რუსეთმა აზერბაიჯანს ყარაბაღი ჩააბარა მაშინ, როცა პუტინმა, ფაშინიანმა და ალიევმა ხელი მოაწერეს სამმხრივ შეთანხმებებს 2020 წლის ნოემბერში. ეს აბსოლუტურად არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, აღნიშნულ დოკუმენტში საერთოდ არაა საუბარი ყარაბაღის სტატუსზე და სამივე ლიდერი მაშინ მოქმედებდა იმის გათვალისწინებით, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები ჯერ კიდევ წინ იყო.

„მაგრამ როდესაც მოგვიანებით პრაღაში, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი იყვნენ მიწვეული, მათ ხელი მოაწერეს განცხადებას, რომ აღიარებენ 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას, ყველა კითხვა დახურულია“, - განაცხადა ლავროვმა და დასძინა, რომ, ამრიგად, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ხელი მოაწერა დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც მთიანი ყარაბაღის რეგიონი აზერბაიჯანის ნაწილად არის აღიარებული.

„2020 წლის ნოემბერში ყარაბაღის ჩაბარებაში ჩვენ არ უნდა დაგვადანაშაულონ, არამედ საკუთარ ხალხს პასუხი თავად უნდა გასცენ", - აღნიშნა ლავროვმა.

შეგახსენებთ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა იტალიურ გაზეთ Repubblica-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსი სამშვიდობოები არ ასრულებენ დაკისრებულ მისიას მთიან ყარაბაღში და რომ რუსეთი, სავარაუდოდ, თავად ტოვებს რეგიონს. მოსკოვში ამ სიტყვებმა უკმაყოფილება გამოიწვია. კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რუსეთი რეგიონის აბსოლუტურად განუყოფელი ნაწილია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კი სომხეთის პრემიერ-მინისტრის რიტორიკას მიუღებელი უწოდა.

ფარხატ მამედოვი -  აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს შექმნას პირობები, რომ მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა მოსახლეობამ მიიღოს გადაწყვეტილება დარჩნენ ყარაბაღში, როგორც აზერბაიჯანის მოქალაქეები
გიორგი ანთაძე - ეროვნული ბანკის გარშემო განვითარებული მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს რამდენად მეორეხარისხოვანია ეროვნული ინტერესები ქართულ პოლიტიკურ რეალობაში
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2023
საგარეო უსაფრთხოების საშინაო განზომილება: დანიშნულება და სპეციფიკა
ტერაბანკმა მცირე და საშუალო ბიზნესის გაციფრულების პლატფორმა Saasargeblo.ge წარადგინა
სადისტრიბუციო კომპანია მზიური BDO Digital-თან პარტნიორობით თანამედროვე ERP სისტემას ნერგავს
TKT.GE განცხადებას ავრცელებს
განსაკუთრებული შეთავაზება „ჰიუნდაის“ ბესტსელერ მოდელზე  30 ოქტომბრამდე გრძელდება
კურორტ გოდერძიზე „ალიანს ჯგუფმა“ ახალი ტიპის კომპლექსს ჩაუყარა საფუძველი