თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, ხვალ პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან სატელეფონო საუბარს და ყარაბაღში არსებული ვითარების განხილვას გეგმავს.
„ორშაბათს, დიდი ალბათობით, მექნება საუბარი სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან ყარაბაღში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით. მე მას ვეტყვი, რომ ყარაბაღში ჩატარებული არჩევნები ჩვენთვის მიუღებელია, რაც უკვე არაერთმა დასავლურმა ქვეყანამ განაცხადა“, - აღნიშნა ერდოღანმა.
აღსანიშნავია, რომ ყარაბაღში არსებულ ვითარებაზე რეჯეფ თაიფ ერდოღანი აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ესაუბრა.