მედია - რუმინეთმა, ქვეყნის ტერიტორიაზე რუსული დრონების ფრაგმენტების ჩამოვარდნის გამო, რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარა

რუმინეთმა, ქვეყნის ტერიტორიაზე დრონების ჩამოვარდნასთან დაკავშირებით, რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარა და რუმინული მხარის პროტესტი გადასცა.

მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა სტრატეგიულ საკითხებში, იულიან ფოტამ რუმინეთის საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით პროტესტი გამოხატა მას შემდეგ, რაც ქვეყნის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან ახლოს, აღმოაჩინეს იმ დრონების ფრაგმენტები, რომლებიც რუსებმა უკრაინის დუნაის პორტებზე თავდასხმებისთვის გამოიყენეს.

გავრცელებული ინფორმაციით, ბუქარესტში რუსეთის ფედერაციის საქმეთა დროებითი რწმუნებული 9 სექტემბერს გამოიძახეს. იულიან ფოტამ მას გადასცა რუმინული მხარის მოთხოვნა, შეწყვიტონ თავდასხმები უკრაინელ მშვიდობიან მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე, რაც, მათ შორის საფრთხეს უქმნის რუმინეთის ადგილობრივ მოსახლეობას.

კორნელი კაკაჩია  - იმ შემთხვევაში, თუ ხელისუფლება არ გაითვალისწინებს „მოსკოვის მექანიზმის“  რეკომენდაციებს,  უფრო გართულდება არსებული განგრძობადი პოლიტიკური კრიზისის მართვა და ქვეყანაში სტაბილურობის მიღწევა
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა