უკრაინის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ უკრაინელები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ  და რობოტინოსთან კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი გაათავისუფლეს

უკრაინის თავდაცვის ძალები ზაპოროჟიეს ოლქში შეტევას აგრძელებენ, ბოლო დღეებში მათ, სოფელ რობოტინოსთან, კიდევ 1.5 კვადრატული კილომეტრი ტერიტორიის დეოკუპაცია შეძლეს, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის ძალების ტავრის მიმართულების პრესცენტრის წარმომადგენელმა, ალექსანდრე შტუპუნმა განაცხადა.

„ვაგრძელებთ მცირე წინსვლას რობოტინოს რაიონში. ჩვენი უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1.5 კვადრატული კილომეტრი გათავისუფლდა", - აღნიშნა ალექსანდრე შტუპუნმა.

მისი თქმით, ზაპოროჟიეს მიმართულებით მძიმე ბრძოლები გრძელდება.

"ვერ ვიტყვით, რომ მტერი გარბის, ყველაფერი მძიმე ბრძოლებით მიმდინარეობს. ვცდილობთ, მაქსიმალურად გავართულოთ მათი მომარაგება და ეს გარკვეულ ტერიტორიაზე ნაყოფს იძლევა“, - განაცხადა შტუპუნმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო