ემანუელ მაკრონი - "დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის გამარჯვება არ არის

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, "დიდი ოცეულის" სამიტის დეკლარაცია რუსეთისთვის დიპლომატიური გამარჯვება არ არის.

"დიდი ოცეულის" ეს სამიტი კიდევ ერთხელ ადასტურებს რუსეთის იზოლაციას. "დიდი ოცეულის" წევრების აბსოლუტური უმრავლესობა გმობს უკრაინის ომს და მის გავლენას“, - განაცხადა მაკრონმა სამიტის დახურვის ცერემონიის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, გუშინ, "დიდი ოცეულის" ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა