კახა კალაძე - არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას

არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა. ამით კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას პრეზიდენტის ბოლო განცხადებებთან დაკავშირებით, რომელშიც სალომე ზურაბიშვილის აღნიშნავს, რომ ვიზიტებს გააგრძელებს.

კალაძის თქმით, გულდასაწყვეტია, რომ პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა ჩვეულებრივ ნორმად იქცა, მაშინ, როდესაც პრეზიდენტი უნდა იყოს პირველი, ვინც კონსტიტუციას უნდა იცავდეს და პატივს სცემდეს.

კალაძის თქმით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მის დამოკიდებულებაზე ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი ხალხის მიმართ.

„რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ჩვენი მხრიდან იქნა ბევრი განმარტება გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ შევძლებთ იმპიჩმენტის ბოლომდე მიყვანას, კონსტიტუციის პატივისცემა არის მნიშვნელოვანი, მითუმეტეს, ჩვენ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები უნდა ვიყოთ პირველები, ვინც პატივი უნდა ვცეთ კონსტიტუციას, კანონებს, პატივი უნდა ვცეთ ჩვენს ქვეყანას ჩვენს ხალხს. უბრალოდ წარმოუდგენელია, მე არ ვიცი კიდევ რომელ ქვეყანაში ხდება ასეთი რამ, როდესაც პრეზიდენტი არის ადამიანი, რომელიც თავად არღვევს კონსტიტუციას. ადამიანი პირველი უნდა იყოს ის, ვინც კონსტიტუციას და კანონებს უნდა იცავდეს“, - აღნიშნა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო