ირაკლი კობახიძე - სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია, მათ ჰყავთ საერთო პატრონი - მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს

სალომე ზურაბიშვილმა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და აქვს იმის გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას საერთო პატრონი ჰყავთ და საერთო ინტერესებით მოქმედებენ.

„რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ერთ ხმაში მოქმედებენ. იცით,რომ სრული კოორდინაცია არის სალომე ზურაბიშვილსა და რადიკალურ ოპოზიციას შორის ერთი მარტივი მიზეზის გამო, მათ ჰყავთ საერთო პატრონი და საერთო ინტერესებით მოქმედებენ. აქედან გამომდინარე, თავიდანვე სალომე ზურაბიშვილმა სწორედ რადიკალური ოპოზიციის, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ იმედით დაარღვია კონსტიტუცია და აქვს იმის გარანტია, რომ რადიკალური ოპოზიცია მის იმპიჩმენტს მხარს არ დაუჭერს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის რა თქმა უნდა, არ გარისკავდა“, - განაცხადა კობახიძემ.

კობახიძის თქმით, პრეზიდენტმა პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას. ირაკლი კობახიძის შეფასებით, ეს არის პრეზიდენტის მხრიდან საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი და ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები. „არ ვიცი, ვინ ურჩია მას ეს, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოში იმპიჩმენტის საკითხი განსახილველია. ეს არის პირდაპირი აღიარება. რა თქმა უნდა, მას რომ ბიუჯეტის ხარჯი გაეწია არაკონსტიტუციურ ვიზიტთან მიმართებით, ეს სისხლის სამართლის დანაშაულიც იქნებოდა, გარდა კონსტიტუციის დარღვევისა. ამიტომ არ გასწია მან ბიუჯეტიდან ხარჯი. თუმცა, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ეს არის მისი მხრიდან პირდაპირ საჯარო აღიარება იმისა, რომ მას შეცნობილი ჰქონდა მისი ვიზიტის არაკონსტიტუციური შინაარსი და ამიტომ არ გასწია ბიუჯეტიდან ხარჯები. შესაბამისად, ეს იყო ძალიან კარგი საჩუქარი საკონსტიტუციო სასამართლოში პროცესის წინ. მან პირდაპირ აღიარებითი ჩვენება მისცა სასამართლოს იმასთან დაკავშირებით, რომ ის განზრახ, მიზანმიმართულად არღვევდა კონსტიტუციას. ასევე, მან პირობა დადო, რომ კონსტიტუციის უხეშ დარბევას გააგრძელებს, რაც შემაშფოთებელია. პრეზიდენტი პირველი უნდა იყოს, ვინც კონსტიტუციას იცავს. როდესაც ის ასე პირდაპირ აცხადებს, რომ კონსტიტუციის უხეშ დარღვევას გააგრძელებს, ეს სრულიად მიუღებელია“, - განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, მან განმარტა, თუ რა ეტაპზეა პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესი.

„რეგლამენტის შესაბამისად, ხვალ გაიმართება საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, რის შემდეგაც უკვე ხვალვე გაიგზავნება წარდგინება საკონსტიტუციო სასამართლოში და აქედან ერთი თვის განმავლობაში, საკონსტიტუციო სასამართლომ პარლამენტს უნდა წარუდგინოს საკუთარი დასკვნა. ჩვენ ამ დასკვნას დაველოდებით და ამის შემდეგ გაგრძელდება პროცედურები“, - განაცხადა კობახიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო