მიხაილო პოდოლიაკი - ბრაზილიის პრეზიდენტი მხარს უჭერს უკანონობას რუსი მკვლელების გულისთვის

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადება, რომ "დიდი ოცეულის" მომავალ სამიტზე რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს დაპატიმრების შიშის გარეშე მიიწვევს, მიუღებელია, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრციის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„რატომ უნდა მოახდინო რომის წესდების რატიფიცირება, თუ არ აპირებ მის განხორციელებას? რატომ უნდა ააშენო ქვეყნის რეპუტაცია იმისთვის, რომ გაანადგურო ის 2024 წელს პუტინის მოწვევის მიზნით, რომელიც რეგულარულად აცხადებს, რომ განზრახ სჩადის დანაშაულს უკრაინელების წინააღმდეგ? რატომ გჭირდებათ წესები, თუ მათ დარღვევას აპირებთ სკანდალური პოპულიზმის გამო?“ - აცხადებს პოდოლიაკი.

მისი თქმით, ბრაზილიის პრეზიდენტი არის კურსის ავტორი - "დაარღვიე ყველაფერი, რაც შეგიძლია". პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ ლუის ინასიო ლულა და სილვა უკანონობის მომხრეა "რუსი მკვლელების გულისთვის!".

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება.

გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„საქკაბელმა“ ჩეხეთის რესპუბლიკაში ექსპორტი განახორციელა
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ მეორე ნახევარკუნძულის მშენებლობა დაიწყო