ჯო ბაიდენი - „დიდი ოცეულის“ სამიტზე უკრაინაში მშვიდობის საკითხთან დაკავშირები თანხმობა არსებობდა

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებით, ინდოეთში გამართული „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის უკრაინაში სამართლიანი მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებით თანხმობა არსებობდა.

„ჩვენ ვისაუბრეთ რუსეთის სასტიკ და უკანონო ომზე უკრაინაში და დარბაზში იყო საკმარისი თანხმობა სამართლიანი, სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის აუცილებლობის შესახებ, რომელიც იცავს გაერო-ს წესდების პრინციპებს და პატივს სცემს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“, - აღნიშნა ბაიდენმა ვიეტნამში გამართულ პრესკონფერენციაზე.

შეგახსენებთ, ინდოეთმა 9-10 სექტემბერს „დიდი ოცეულის“ სამიტს უმასპინძლა, რომლის ფარგლებშიც ქვეყნებმა ერთობლივი დეკლარაცია შეათანხმეს. დეკლარაციის ტექსტში არ არის საუბარი უკრაინის წინააღმდეგ ომთან დაკავშირებით რუსეთის ქმედებების დაგმობაზე, ამის ნაცვლად აღნიშნულია, რომ ომმა ადამიანების უზარმაზარი ტანჯვა გამოიწვია. დეკლარაცია ყველა ქვეყანას გაერო-ს წესდების დაცვისა და ნებისმიერი სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდებს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დეკლარაცია გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით საამაყო არაფერია. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა კი განაცხადა, რომ სამიტი წარმატებით დასრულდა და დასავლეთის ქვეყნებმა სამიტის დღის წესრიგის „უკრაინიზაცია“ ვერ მოახერხეს.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს