ანალენა ბერბოკი კიევში ჩავიდა

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი დღეს დილით, მოულოდნელი ვიზიტით უკრაინის დედაქალაქ კიევში ჩავიდა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე" ავრცელებს.

„უკრაინა იცავს ყველა ჩვენგანის თავისუფლებას დიდი გამბედაობით და მონდომებით", - განაცხადა ბერბოკმა კიევში და ხაზი გაუსვა, რომ უკრაინას შეუძლია გერმანიის დახმარების იმედი ჰქონდეს.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი, უსაფრთხოების მიზეზების გამო, წინასწარ არ გამოცხადებულა. აღსანიშნავია, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ ბერბოკი ქვეყანაში მეოთხედ ჩავიდა.

თენგიზ ფხალაძე - ტრამპის პრეზიდენტობა მრავალ გამოწვევასთან და ცვლილებასთან იქნება დაკავშირებული, მათ შორის ჩვენს რეგიონში
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს