2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება

2023-2024 სასწავლო წლიდან, საჯარო სკოლებში ჭადრაკის გაკვეთილები პირველკლასელების მსგავსად, მე-2 კლასის მოსწავლეებისთვისაც სავალდებულო გახდება.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების მიხედვით, მე-2 კლასის მოსწავლეებს ჭადრაკის გაკვეთილები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედ საჯარო სკოლებში ჩაუტარდებათ.

ცნობისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, პირველად, პირველკლასელთათვის ჭადრაკის სავალდებულო საგნად შესწავლა 2022-2023 სასწავლო წელს გახდა შესაძლებელი. შესაბამისი გადაწყვეტილება მაშინდელმა მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა მიიღო. 2023-2024 სასწავლო წელს კი ეს პროგრამა ფართოვდება და ჭადრაკს მე-2 კლასელებიც სავალდებულო საგნად შეისწავლიან.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს