კახა კალაძე ოპოზიციის მიერ პრემიერის იმპიჩმენტის მოთხოვნაზე - ეს არის იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც დღეს აქტუალურია, მაგალითად, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინააღმდეგ იმპიჩმენტის მოთხოვნით, ოპოზიცია დღეს აქტუალური საკითხების გადაფარვას ცდილობს.

კალაძის შეფასებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ „მიზანმიმართული, ბინძური კამპანია“ მიმდინარეობს.

„ეს არის მიზანმიმართული, ბინძური კამპანია პრემიერის და მისი ოჯახის წინააღმდეგ. ძალიან ბევრი განცხადება გაკეთდა აღნიშნულ ჩარტერთან დაკავშირებით, თუ ვინ გადაიხადა ეს თანხები. პირდაპირ მთავრობის მხრიდან განცხადებაც კი გაკეთდა, რომ ეს იყო პრემიერ-მინისტრის პირადი ხარჯი, ბიუჯეტიდან არცერთი თეთრი არ დახარჯულა.

რაც შეეხება იმპიჩმენტის საკითხს, რეალურად რომ შევხედოთ, ეს არის უბრალოდ იმ საკითხების გადაფარვის მცდელობა, რომელიც ყოველ შემთხვევაში დღეს აქტუალურია, მაგალითად როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტზეა საუბარი, იმიტომ, რომ რეალურად გვაქვს ძალიან დიდი დანაშაული, როდესაც პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას. ეს არის უმძიმესი საკითხი. ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც პირველი უნდა იცავდეს კონსტიტუციას, უნდა იცავდეს კანონს, პატივს უნდა სცემდეს ჩვენს ქვეყანას და ხალხს, ის არღვევს კონსტიტუციას და ეს ძალიან მძიმეა. რეალურად, პოლიტიკური საკითხებით ხდება ასეთი საკითხების გადაფარვის მცდელობა“, - განაცხადა კალაძემ.

როგორც კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, პრემიერ-მინისტრმა საზღვარგარეთ ვიზიტისთვის პირადი ხარჯი გასწია და „ბიუჯეტიდან არც ერთი თეთრი არ დახარჯულა“.

„კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს არის ძალიან დიდი სისულელე. თქვენ თვითონ აიბლანდეთ თქვენივე წამოწყებულ სიცრუის კამპანიაში. ამის შესახებ განცხადებები გაკეთდა, რომ ეს პრემიერის პირადი ხარჯი იყო და სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ დახარჯულა. სამწუხაროდ, ჩვენ უნდა გავიხსენოთ წლები, როდესაც პირადი მიზნებისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან თანხების დახარჯვა ხდებოდა. ეს იყო კონკრეტული თანამდებობის პირის მეუღლეების დაბადების დღეები, საყვარლებისთვის საჩუქრები, ეს იყო მასაჟისტების ჩამოყვანა, საკუთარი შვილის დაფინანსება და შეფუთვა იმით, რომ ნიჭიერი შვილი ჰყოლია სააკაშვილს. ღმერთმა გაუმარჯოს ყველა ნიჭიერ ადამიანს. იცი, როგორი ნიჭიერი შვილები მყავს? ოთხი ბიჭი მყავს, ოთხივე ძალიან ნიჭიერია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ბიუჯეტიდან ფული ავიღო და ჩემი შვილების სწავლა-განათლება დავაფინანსო“, - აღნიშნა კალაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა