კახა კალაძე - დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით და პოლიტიკაში ჩართულობით

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, დავით კეზერაშვილი მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით და კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რათა ე.წ. ლობისტები ჰყავდეს. ამის შესახებ კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

„რაც შეეხება მის გააქტიურებას, ის მაქსიმალურად ცდილობს, თავისი კრიმინალური ქმედებები შეფუთოს ტელევიზიით, პოლიტიკაში ჩართულობით, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების დაფინანსებით, რომ მას ჰყავდეს ე.წ. ლობისტები. თქვენ ნახეთ, როგორც კი გააქტიურდება გამოძიება, მაგალითად, როგორც კი დაიდო „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგები, მაშინვე იწყებენ საუბარს, რომ ეს არის პოლიტიკური ზეწოლა. რა შუაშია პოლიტიკა, როდესაც ადამიანს კრიმინალი აქვს ჩადენილი და ცდილობს, პოლიტიკით და ტელევიზიით შეფუთოს ეს ყველაფერი“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიების შედეგების გასაჯაროებამდე საქართველოს შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ, რომ კეზერაშვილი და მისი დაჯგუფება ევროპელ პენსიონერებს ძარცვავდა.

„აღნიშნულ საკითხს რაც შეეხება, მე ვფიქრობ, აბსოლუტურად ყველაფერი ნათელია. ვიდრე „ბიბისის“ ჟურნალისტური გამოძიება დაიწყებოდა და დაიდებოდა კონკრეტული შედეგები, ჩვენი შესაბამისი სამსახურები საუბრობდნენ აღნიშნულ პრობლემაზე, საუბრობდნენ იმაზე, რომ მისი და მისი დაჯგუფების მხრიდან მიმდინარეობდა ევროპელი პენსიონერების ძარცვა და ეს დადასტურდა ამ გამოძიებითაც. მე როგორც ვიცი, გამოძიება მიმდინარეობს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და ვფიქრობ, უნდა დაველოდოთ შედეგებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო