ბრაზილიის პრეზიდენტი - ვლადიმერ პუტინის დაპატიმრების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს

ბრაზილიის პრეზიდენტის, ლუის ინასიო ლულა და სილვას განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის დაკავების საკითხს სასამართლო გადაწყვეტს.

"არ ვიცი, დააპატიმრებს თუ არა მას სასამართლო, არ ვიცი დააპატიმრებს თუ არა მას ბრაზილიის მართლმსაჯულების სისტემა. ეს სასამართლოს გადასაწყვეტია და არა მთავრობისა თუ პარლამენტის", - აღნიშნა ლუის ინასიო ლულა და სილვამ.

მისი თქმით, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს "საკითხის შესწავლას" აპირებს.

შეგახსენებთ, ბრაზილიის პრეზიდენტმა გუშინ განაცხადა, რომ ვლადიმერ პუტინს ბრაზილიაში არ დააპატიმრებენ, თუ ის მომავალ წელს რიო-დე-ჟანეიროში "დიდი ოცეულის" სამიტს დაესწრება.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო