„ლელო“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს იწყებს

„ლელო“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის.

როგორც „ლელოს“ დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.

მან იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიცია პოზიციების შეჯერებასა და იმპიჩმენტის პროცესის დაწყებას შეძლებს, რასაც 50 დეპუტატის ხელმოწერა სჭირდება.

„15 სექტემბერს სკოლებში სწავლა იწყება. ჩვენს თანამოქალაქეთა ოჯახებს მძიმე ტვირთად აწვება ხარჯები, რაც მათი შვილების ახალი სასწავლო წლის დაწყებას უკავშირდება. აი, ამ ღატაკ ქვეყანაში მთავრობის მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ შვილს სასწავლებლად აშშ-ში, იმ უნივერსიტეტში უშვებს, სადაც ხარისხის დაცვა, საბოლოო ჯამში, პრემიერის ოჯახს დაახლოებით მილიონ ლარამდე დაუჯდება. ოღონდ პრემიერისთვის ეს არ კმარა. ის თვლის, რომ მაშინ, როცა პრეზიდენტს ოფიციალური ვიზიტების უზრუნველყოფაზე უარი უთხრა, რათა პრეზიდენტებს მაკრონსა და შტაინმაიერს შეხვედროდა, თავად მას უფლება ჰქონდა, საკუთარი შვილის სასწავლებლად წასაყვანად სამთავრობო თვითმფრინავი გამოეყენებინა.

მინდა საზოგადოებას განვუმარტო, რამდენი ტყუილიც არ უნდა გითხრათ ირაკლი ღარიბაშვილმა და მისმა სტრატკომმა, ფაქტი მარტივია - ღარიბაშვილმა შვილის უძვირესს ამერიკულ სასწავლებელში წაყვანისთვის ასობით ათასი ლარი დახარჯა. ევროპულ სახელმწიფოში ერთი კვირის მანძილზე ბორტის გაჩერება კოლოსალურ თანხებთან არის დაკავშირებული. თუ ეს არ არის კორუფცია, დანაშაული და თანამდებობის ბოროტად გამოყენება, მაშინ სახელმწიფოზე საუბარი საერთოდ უნდა შევწყვიტოთ“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო