ლევან ხაბეიშვილი - ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა დააკავონ

ღარიბაშვილს კიდევ ერთი მუხლი უხდება და ესადაგება - ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება - თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის გასამართლება მისთვის საჩუქარია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მიუნხენში ჩარტერული რეისით ფრენასთან დაკავშირებით განაცხადა.

ხაბეიშვილის თქმით, მის გადადგომას მხარს უჭერენ, თუმცა მიიჩნევენ, რომ მან სისხლისსამართლებრივადაც უნდა აგოს პასუხი.

„ღარიბაშვილი არათუ უნდა გადადგეს და მერე წულუკიანით ან კობახიძით ჩანაცვლდეს, არამედ უნდა იყოს დაკავებული. ის, რომ მის გადადგომას მხარს დავუჭერთ, ეს ყველასთვის გასაგებია, თუმცა ეს ადამიანი უნდა იყოს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაშიც მიცემული ამ კონკრეტულ დანაშაულებზე. კიდევ ერთი მუხლი ძალიან უხდება და ესადაგება - ესაა სახელმწიფოს ღალატი და შეიძლება როგორც რუსეთის ჯაშუში, ასეც მოხდეს მომავალში მისი გასამართლება. მისთვის ამ მუხლით გასამართლება, რასაც ჰქვია თანამდებობის ბოროტად გამოყენება, სახელმწიფო ხარჯების მითვისება- გაფლანგვა, საჩუქარია და მის ადგილას ვთხოვდი კიდევ პროკურატურას, რომ იქნებ ამ ბრალდებით გაასამართლონ,“ - განაცხადა ხაბეიშვილმა.

პეტერ ფიშერი - ჩვენ არ ვართ რეჟიმის შემცვლელი აგენტები, არ გვადარდებს, ვინ მართავს საქართველოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.02.2026
მარინე ჩიტაშვილი - რეალურად, არ იქმნება საშუალება, რომ კვლევაზე დაფუძნებული სწავლება განვითარდეს, ეს საქართველოს მასშტაბით ერთდროულად უმაღლესი განათლების და კვლევითი პოტენციალის მკვლელობაა
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
პირველი ფაზის ბოლო შეთავაზება „თბილისის აკრებში“
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო