შალვა პაპუაშვილმა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩ პაველ ვიზდალთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაზე დადებითად შეფასდა საქართველოსა და სლოვაკეთს შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკა, მათ შორის, საპარლამენტო დონეზე. ყურადღება გამახვილდა სლოვაკეთის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარის ვიზიტზე საქართველოში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისში, სლავკოვის ფორმატში განხორციელდა.

შალვა პაპუაშვილმა ხაზი გაუსვა განვითარების სფეროში თანამშრომლობას და საქართველოსთვის, როგორც პრიორიტეტული ქვეყნისთვის, Slovak Aid-ის მიერ გაწეულ მნიშვნელოვან მხარდაჭერას.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს პროგრესს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე და მოლოდინებს შემდეგ ნაბიჯებთან დაკავშირებით.

ელჩმა აღნიშნა, რომ სლოვაკეთი გააგრძელებს საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერას.

შალვა პაპუაშვილმა ელჩს მადლობა გადაუხადა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებისთვის და წარმატება უსურვა მის შემდგომ საქმიანობაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო