ირაკლი ქადაგიშვილი პრემიერზე - რაში იკვეთება შესაძლო დანაშაული?! - ადამიანმა შვებულების დროს, მის მიერ გადახდილი თანხით, ოჯახთან ერთად თვითმფრინავით ევროპაში, შემდეგ ევროპიდან კომერციული რეისით აშშ-ში იმგზავრა

რაში იკვეთება შესაძლო დანაშაული?! - ადამიანმა შვებულების დროს, მის მიერ გადახდილი თანხით, ოჯახთან ერთად­ თვითმფრინავით ევროპაში იმგზავრა, შემდეგ ევროპიდან კომერციული რეისით აშშ-ში იმგზავრა - თუ აქ სისხლის სამართლის დანაშაულია, ვიღაცამ შესაბამისი მუხლები მოიყვანოს! - ასეთია “ქართული ოცნების“ დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილის პოზიცია.

მისივე განცხადებით, „სპეკულაცია ჩარტერულ რეისზე მიდის, თითქოს რაღაც განსაკუთრებული რამ არის“.

„პრემიერ - მინისტრი დეკლარაციას ავსებს და დეკლარაციაში ჩანს, ყველა შემოსავალი და გასავალი. ნახეთ დეკლარაცია და თუ დეკლარაციაში რაიმე დარღვევაა, ამაზე ისაუბრეთ. დეკლარაცია საჯაროა და მისი ნახვა ნებისმიერს შეუძლია. თუ იქ დარღვევაა, ამაზე ისაუბრეთ - მიმართეთ შესაბამის სამსახურს და იქ გეტყვიან, დეკლარაცია შევსებულია დარღვევით თუ არა.

ჩემი აზრით, შვებულების დროს კერძო პირს - ამ შემთხვევაში კი, ის პრემიერ - მინისტრი აღარ არის, რადგან პრემიერი შვებულებაშია - შეუძლია საკუთარი თანხებით იმოგზაუროს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

„ლელო" პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობიდან იმპიჩმენტის წესით გადაყენების პროცესის დაწყების ინიციატივით გამოდის.

როგორც "ლელოს" დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, არ შეიძლება დღეს, როცა საქართველო ევროკავშირისგან კანდიდატის სტატუსის მიღებას ელის, „ქვეყანას მის ისტორიაში ყველაზე უფრო კორუმპირებული პრემიერ-მინისტრი ჰყავდეს და საზოგადოებასა და ოპოზიციას ამაზე რეაგირება არ ჰქონდეს“.

სამადაშვილის ინფორმაციით, ღარიბაშვილის იმპიჩმენტის საკითხზე პოლიტიკურ ჯგუფებთან კონსულტაციებს დღეიდან იწყებენ.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.06.2025
დავით გეფერიძე - აფხაზეთში საერთაშორისო ფრენების განხორციელება ეწინააღმდეგება საერთაშორისო საჰაერო სამართლის ძირითად პრინციპებსა და ნორმებს, თან მგზავრებისთვის საფრთხის შემცველიცაა
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება