ირაკლი ქადაგიშვილი  - პრეზიდენტს, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს: რა მნიშვნელობა აქვს მევალება თუ არა, მინდა და ვაკეთებ!  - სამართლებრივი გზის ერთადერთი საშუალებაა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება

პრეზიდენტი, რომელსაც მთავრობისგან დამოუკიდებელი საგარეო აქტიურობა არ ევალება, ამბობს: რა მნიშვნელობა აქვს მევალება თუ არა, მინდა და ვაკეთებ! დიადი მიზანი მაქვს დასახული! - კონსტიტუციის ასეთი უხეში დარღვევით შეიძლება საქართველოში ორხელისფლებიანობა წარმოიშვას! - ეს განცხადება ჟურნალისტებთან „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

მისივე შეფასებით, „არ შეიძლება სახელმწიფო იმაზე იყოს დამოკიდებული, ვის რა მოესურვება და ვის რა სურვილი გააჩნია“.

ქადაგიშვილის თქმით, პრეზიდენტის მიმართ იმპიჩმენტის პროცესის დაწყების გადაწყვეტილება იმის გამოა მიღებული, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას უხეშად არღვევს.

სალომე ზურაბიშვილი წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებაში კონსტიტუციის ყველა მოთხოვნას არღვევს. გამომდინარე აქედან, მივიღეთ გადაწყვეტილება, სამართლებრივი გზა მოძებნილიყო, რათა პრეზიდენტს მიეთითოს, რომ მან კონსტიტუცია უნდა დაიცვას. ამ სამართლებრივი გზის ერთადერთი საშუალებაა იმპიჩმენტის პროცესის დაწყება, რაც გულისხმობს იმას, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა განმარტოს, თუ რა არის კონსტიტუციის მოთხოვნა და შეესაბამებოდა თუ არა კონსტიტუციას პრეზიდენტის ქმედება.

ევროპის გზისკენ სიარულის არგუმენტით ყველა დარღვევა შეიძლება ინიღბებოდეს - რატომ არის კონსტიტუციის დარღვევა ევროპისაკენ მიმავალი გზა, ამას ვერავინ ახსნის. ევროპისკენ მიმავალ გზაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სწორედ უმრავლესობასა და მთავრობას აქვს. კონსტიტუციით პრეზიდენტს ევალება, რომ მისი საქმიანობა მთავრობასთან შეთანხმებით და მთავრობის ნებართვით ხდებოდეს.

პრეზიდეტმა იმ სულისკვეთებით უნდა იმოქმედოს, რომ ის იყოს კოლერაციაში მთავრობასთან. როდესაც პრეზიდენტი მთავრობას „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯებით ესაუბრება, მისი მხრიდან კოორდინაციაზე საუბარი აღარ არის“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო