ილია დარჩიაშვილმა საპატიო კონსულების კონფერენცია ოფიციალურად გახსნა

2023 წლის 11 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ბათუმში, საპატიო კონსულების კონფერენცია ოფიციალურად გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციიით, მინისტრმა ხაზი გაუსვა საპატიო კონსულების ინსტიტუტის უმნიშვნელოვანეს როლს პარტნიორ ქვეყნებთან საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის განვითარების, ინვესტიციების მოზიდვისა და ტურიზმის წახალისების თვალსაზრისით და ყურადღება გაამახვილა საპატიო კონსულების მიერ, საერთაშორისო დონეზე ქვეყნის პოპულარიზაციის საქმეში შეტანილ წვლილზე.

„მინდა აღვნიშნო საქართველოსთვის საპატიო კონსულების ინსტიტუტის და იმ ძალისხმევის მნიშვნელობა, რომელიც მიმართულია ჩემი ქვეყნის ინტერესების განსახორციელებლად მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში. საქართველოსთვის ძალზე მნიშვნელოვანია მისი ეკონომიკური და პოლიტიკური დღის წესრიგის ხელშეწყობა ძლიერი საერთაშორისო მხარდაჭერით. თქვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართელოს განვითარების საქმეში მის შესახებ ცნობიერების ამაღლებით, ისევე როგორც სხვადასხვა ქვეყნებთან ეონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავებით და ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვით." - აღნიშნა ილია დარჩიაშვილმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება ასევე გაამახვილა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის აღიარების ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც ქვეყანას ფორმალურად გაუხსნა გზა ევროკავშირის წევრობისკენ.

ამასთან, ილია დარჩიაშვილმა სიტყით გამოსვლისას აღნიშნა საქართველოს სტრატეგიული მდებარეობის მნიშვნელობა და ხაზი გაუსვა საქართველოს, როგორც რეგიონული ჰაბის, მნიშვნელოვან როლს რეგიონში მსხვილი სატრანსპორტო-სატრანზიტო და ენერგეტიკული პროექტების განხორციელებაში.

კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით ასევე მიმართეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და დრეზდენში საქართველოს საპატიო კუნსულმა იენს გუნტერმა.

ღონისძიების ფარგლებში იმართება თემატური პანელები, რომლებიც პარტნიორ ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, უცხოური ინვესტიციების მოზიდვის, საქართველოს ეკონომიკური და კულტურული დიპლომატიის ხელშეწყობის, ტურისტული პოტენციალის გაძლიერების, საზღვაო სფეროს განვითარებისა და განათლებისა და მეცნიერების სფეროში შესაძლებლობათა გაფართოების საკითხებს ეთმობა.

აღსანიშნავია, რომ საპატიო კონსულების პირველი კონფერენცია 2022 წელს გაიმართა. დღეისათვის საქართველოს 65 ქვეყანაში 90 საპატიო კონსული ჰყავს. წელს საქართველოს საპატიო კონსულების ქსელი კიდევ უფრო გაფართოვდა, კერძოდ, საპატიო კონსულები დაინიშნნენ პოლონეთში, აშშ-სა და ხორვატიაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო