ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარებისთვის ახალი ბრენდი - „ვიანი“ შეიქმნა

ზღვის დონიდან 2,800 მეტრზე, გუდაურის მთაზე, ჯანმრთელობაზე ზრუნვის ბრენდი - „ვიანი“ დაიბადა.

ბრენდის პრეზენტაცია გამთენიისას, 06:12 სთ-ზე ჩატარდა. მზის ამოსვლა ახალი დღის დასაწყისის სიმბოლოა, მისი ენერგია კი ადამიანებს ოპტიმიზმით და ზრუნვით აკავშირებს. სწორედ ამ იდეის გარშემო გაერთიანდნენ კომპანიის თანამშრომლები.

ასე წარსდგა ქვეყნის ჯანდაცვის ლიდერი კომპანია „ევექსი ჰოსპიტლები“ საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი სახელწოდებით, ვიზუალური იდენტობით, მისია/ღირებულებებით და სტრატეგიით.

ჯანდაცვის სფეროში მრავალწლიანი ოპერირებით, „ევექსი ჰოსპიტლებმა“ საქართველოს 6 რეგიონში, 17 ჰოსპიტლის მეშვეობით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო სერვისები ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი გახადა, რამაც ჯანმრთელობაზე ზრუნვის ახალ ეტაპზე გადასვლის მზაობას ჩაუყარა საფუძველი.

ახალი ბრენდის, ვიანის მისიაა, განავითაროს ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა თანამშრომლების, მომხმარებლებისა და საზოგადოების ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად. ბრენდის ლოგო სიცოცხლის ზეიმისთვის ოპტიმიზმით და ახალი დღის ენერგიით გაერთიანებულ ორ სიმბოლურ მხარეს ასახავს.

ბრენდის ახალი სტრატეგია გრძელვადიანი პარტნიორული ურთიერთობის განვითარებას გულისხმობს არა მხოლოდ „დაავადებების მართვის“, არამედ - ჯანმრთელობაზე მუდმივი ზრუნვის კუთხით. ვიანის სტრატეგიული ხედვით, ქვეყანაში ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურის განვითარება, რაც ჰოლისტური მიდგომით ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე ცნობიერების ამაღლებას გულისხმობს და პრევენციული მედიცინის პოპულარიზაციას ითვალისწინებს.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო