შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის ამოქმედებაზე - ეს შესაძლებლობებს ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით, გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც მნიშვნელოვანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებაში ტურიზმის განვითარებისა და ეკონომიკის გაძლიერების პერსპექტივას ხედავს. ამის შესახებ მან პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტებთან განაცხადა. როგორც პარლამენტის სპიკერმა აღნიშნა, ძლიერი ეკონომიკა ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესშიც მნიშვნელოვანია.

„ეს, რა თქმა უნდა, შესაძლებლობებს ზრდის ტურიზმის განვითარების კუთხით და იცით, რომ ჩინეთიდან საზღვარგარეთ გამავალი ტურისტების რაოდენობა საკმაოდ დიდია და ზოგადად, პოპულარულია გარე ტურიზმი ჩინეთში.

მნიშვნელოვანია, რომ ეს სეგმენტიც მოიზიდოს საქართველომ და ამას როგორც თავისუფალი სავიზო რეჟიმი, ისე პირდაპირი ფრენები შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, ინვესტიციებისთვისაც არის, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი. რაც შეეხება სხვა კონტექსტში ამის ჩასმას, არ მგონია, რომ ეს რაიმენაირად რელევანტური იყოს. მნიშვნელოვანია, რომ თუნდაც ევროპასთან ინტეგრაციის მხრივ, მნიშვნელოვანია ქართული ეკონომიკის სიძლიერე. ეკონომიკურად სუსტი ქვეყანა არავის არ სჭირდება ევროკავშირი. საუბარია იმაზე, რომ ჩვენ მივცეთ ქართულ ეკონომიკას მეტი შესაძლებლობები, რომ გაძლიერდეს“,-განაცხადა პაპუაშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო