ანალენა ბერბოკი - გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონ ევროს გამოუყოფს

გერმანია უკრაინას დამატებით 20 მილიონ ევროს ჰუმანიტარულ დახმარებას გაუწევს, - ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა კიევში ვიზიტისას განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული დახმარების შემდეგ გერმანიის მიერ უკრაინისთვის წელს აღმოჩენილი დახმარების საერთო რაოდენობა 380 მილიონ ევროს მიაღწევს.

გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, ამ შემოდგომასა და ზამთარში რუსეთი კვლავ დაესხმება თავს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებს.

„რუსეთის მზაკვრული მიზანია ამ ზამთარში ხალხი ისევ შიმშილითა და სიცივით დაიხოცოს", -აღნიშნა ბერბოკმა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა