შტორმ „დანიელის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობების შედეგად, ლიბიაში 150-მდე ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას Al Arabia ავრცელებს.
„შტორმ „დანიელის“ მიერ გამოწვეული წყალდიდობებისა და ძლიერი წვიმების შედეგად, დერნში, ჯაბალ ალ-ახდარის რეგიონში და ალ-მარჯის შემოგარენში, სულ მცირე 150 ადამიანი დაიღუპა“, - განაცხადა ქალაქ ბენგაზის ადმინისტრაციის სპიკერმა, მოჰამედ მასუდმა.
მისი თქმით, სტიქიის შედეგად სახელმწიფო და კერძო საკუთრებისთვის მიყენებული მატერიალური ზარალი „უზარმაზარია“, მიმდინარეობს მასშტაბების შეფასება. ასევე, დაკარგულია კავშირი სამაშველო ოპერაციაში მონაწილე 10-მდე ჯარისკაცთან.
შეგახსენებთ, რომ შტორმი „დანიელი“ დასავლეთ და ცენტრალურ საბერძნეთშიც მძვინვარებს. დაღუპულია 15 და ევაკუირებულია 3500 ადამიანი.