ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს არასდროს აღიარებს

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებულ ე.წ. არჩევნებს და მათ შედეგებს არასდროს აღიარებს. ინფორმაციას DW ავრცელებს.

მისი თქმით, ის პრინციპულად გმობს ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკაში და ქალაქ სევასტოპოლში, დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ე.წ. არჩევნების ჩატარებას.

ბორელმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ „არჩევნები“ უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციაში რეგიონულ და მუნიციპალურ არჩევნებთან ერთად ჩატარდა.

„ჩვენთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსეთის რიგითი და ამაო ძალისხმევა, რომელიც მის უკანონო სამხედრო კონტროლის ლეგიტიმაციასა ან ნორმალიზაციისკენ, ასევე უკრაინული ტერიტორიის ნაწილის ანექსიის მცდელობისკენ არის მიმართული“, - განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს