პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

ორბელიანების სასახლეში, სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდნენ "ლელო საქართველოსთვის" წევრი სალომე სამადაშვილი, პარტია „საქართველოსთვის“ წევრები: ანა ბუჩუკური და ნათია მეზვრიშვილი, ასევე, „ევროოპტიმისტების“ დეპუტატი ხატია დეკანოიძე.

როგორც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ აცხადებენ, საუბრის მთავარი თემა ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და კანდიდატის სტატუსი იყო.

ოპოზიციონერების განცხადებით, შეხვედრები ინდივიდუალურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„მსჯელობის თემა არის ის, თუ რა შეიძლება გააკეთოს საზოგადოებამ, ხალხმა იმისთვის, რომ ჩვენ ეს ისტორიული შანსი არ დავკარგოთ და ქვეყანამ მიუხედავად „ქართული ოცნების“ საბოტაჟისა, კანდიდატის სტატუსი მიიღოს“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

„საქართველოსთვის“ წევრის ანა ბუჩუკურის განცხადებით, პრეზიდენტთან ევროინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

„ვსაუბრობდით, ამ ყველაფრის ფონზე, რასაც ხელისუფლება აკეთებს, როგორ შეიძლება, დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ქვეყანას, ევროინტეგრაციის პროცესს. იცით, რომ კანდიდატის სტატუსი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია. იმედს ვიტოვებთ, რომ გეოპოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, საბოლოო ჯამში, დადებითი გადაწყვეტილება იქნება მიღებული და ევროკავშირის კარი საქართველოსთვის არ დაიხურება”, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი, ხატია დეკანოიძე აცხადებს, რომ პრეზიდენტთან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ იმპიჩმენტის პროცესს მხარს არ დაუჭერს, რადგან ის ანტიდასავლური პროპაგანდის ერთ-ერთი ნაწილია.

„მე ვუთხარი მას, რომ იმპიჩმენტს არ ვუჭერ მხარს და ეს არის ჩემი ძალიან მყარი პოზიცია. მგონია, რომ იმპიჩმენტი არის ანტიდასავლური პოლიტიკის და პროპაგანდის ნაწილი, რომელსაც „ქართული ოცნება“ აწარმოებს. ეს ერთი და მეორე, პრეზიდენტი აგრძელებს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების კონტექსტში აქტიურ საერთაშორისო კამპანიას და მუშაობას. ძირითადად ეს იყო, უბრალოდ ეს იყო ინფორმაციის გაცვლა, არაფერ კონკრეტულზე საუბარი არ ყოფილა“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეხვედრების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის