ნიკოლ ფაშინიანსა და რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს, ნიკოლ ფაშინიანსა და თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ინფორმაციას სომხეთის რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს და აღნიშნავს, რომ საუბარი სომხეთსა და თურქეთს შორის არსებულ ურთიერთობებსა და რეგიონულ საკითხებს შეეხო.

"საუბრის დროს ორი ქვეყნის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობისა და სტაბილურობის მიღწევა რეგიონის ყველა ქვეყნის განვითარებასა და აყვავებას შეუწყობს ხელს", - ნათქვამია განცხადებაში.

როგორც მედია აღნიშნავს, სატელეფონო საუბარს რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადება უძღოდა წინ, რომლის თანახმად, მთიან ყარაბაღში სომხეთის ქმედებები მას არასწორად მიაჩნია.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის