სომხეთში სომხეთ-ამერიკული წვრთნები დაიწყო

საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მომზადების ფარგლებში სომხეთის რესპუბლიკაში აშშ-სომხეთის ერთობლივი წვრთნები - Eagle Partner 2023 დაიწყო.

ინფორმაციას სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს.

უწყების ცნობით, წვრთნები სასწავლო ცენტრის „ზარ“-ის ტერიტორიაზე ტარდება და მიზანს სამშვიდობო დავალების შესრულების დროს კონფლიქტის მხარეთა შორის ურთიერთობების სტაბილიზაცია წარმოადგენს.

„წვრთნების მიზანი სამშვიდობო მისიებში მონაწილე ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის დონის ამაღლებაა, მართვისა და ტაქტიკური კომუნიკაციების დარგში გამოცდილების გაზიარება და ასევე, ნატოს პარტნიორობა მშვიდობისათვის „ოპერატიული პოტენციალის კონცეფციის“ გეგმური შეფასებისთვის სომხური ქვედანაყოფის მზადყოფნის გაზრდაა“, - ნათქვამია სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშიანიანის განცხადებით, უსაფრთხოების სფეროში მხოლოდ ერთ ადგილზე ( რუსეთზე) დამოკიდებულება ან მიჯაჭვულობა თავისთავად სტრატეგიული შეცდომაა. წლის დასაწყისში კი, სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას განუცხადა, რომ თავის ტერიტორიაზე ამ ორგანიზაციის წვრთნების ჩატარებას მიზანშეწონილად არ თვლის. ცოტა ხნის შემდეგ კი, სომხეთმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის გენერალური მდივნის მოადგილის კვოტაზე უარი განაცხადა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება