შვედეთი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს ზრდის, რითაც ნატოს წევრი ქვეყნისთვის განსაზღვრულ მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდება

შვედეთი მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტს 27 მლრდ. კრონით (2,28 მლრდ. ევრო) ზრდის, რის შედეგადაც ნატოს წევრი ქვეყნებისთვის განსაზღვრულ 2 პროცენტიან მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდება.

ინფორმაციას შვედური მედია ავრცელებს.

შვედეთის თავდაცვის მინისტრის, პოლ იონსონის განცხადებით, თავდაცვის სფეროში ქვეყნის წინაშე ისტორიული ამოცანები დგას.

"1950 წლებიდან პირველად ჩვენი თავდაცვის გადაიარაღების სამუშაოებს ვააქტიურებთ", – განაცხადა იონსონმა.

მისი თქმით, ხარჯების გაზრდა რუსეთის მიერ უკრაინაზე ღია თავდასხმის შემდეგ, ევროპაში უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გაუარესების პირდაპირი შედეგია, ამიტომ ქვეყნის ჯარმა უზრუნველყოფაზე უფრო აქტიურად უნდა იზრუნოს, ვითარებას ადევნოს თვალი და წვრთნები ჩაატაროს.

"თანდათან წვევამდელთა ყოველწლიური ოდენობაც გაიზრდება, 2025 წლისთვის ეს მაჩვენებელი წელიწადში 8000 შეადგენს", - განაცხადა მინისტრმა.

როგორც მედია აღნიშნავს, ნაწილობრივ ხარჯების გაზრდა ნატოში მოსალოდნელ წევრობასთანაც არის დაკავშირებული – შვედეთმა ნატოს სამეთაურო სტრუქტურებში 250 სამხედროს დელეგირება უნდა მოახდინოს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში