სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ აშშ მზად არის, "ყოყმანის გარეშე" ახალი სანქციები დაუწესოს ჩრდილოეთ კორეას და რუსეთს, თუ იარაღის გადაცემის შეზღუდვებთან დაკავშირებულ  დარღვევაზე წავლენ

აშშ რუსეთის ფედერაციის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერებს შორის დაგეგმილ შეხვედრას ყურადღებით ადევნებს თვალს და მზად არის ყველანაირი ყოყმანის გარეშე ორივე ქვეყანას ახალი სანქიცები დაუწესოს, თუ ისინი იარაღის გადაცემის შეზღუდვებთან დაკავშირებულ რიგით დარღვევაზე წავიდნენ.

განცხადება ბრიფინგზე აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა გააკეთა.

"შევახსენებ ორივე ქვეყანას, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რუსეთისთვის იარაღის ნებისმიერი გადაცემა გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რამდენიმე რეზოლუციის დარღვევას წარმოადგენს", - განაცხადა მილერმა.

მან ასევე დასძინა, რომ ამერიკული მხარე ჩრდილოეთ კორეისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებზე ზეწოლას შეინარჩუნებს, ხოლო საჭიროების შემთხვევაში ახალ სანქციებს დაუწესებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა