რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში ვლადიმერ პუტინისა კიმ ჩენ ინის შეხვედრა გაიმართება

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის, კიმ ჩენ ინის შეხვედრა შორეულ აღმოსავლეთში გაიმართება, - ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი განმარტებით, გაიმართება მოლაპარაკებები ორ დელეგაციას შორის ქვეყნების ლიდერების ხელმძღვანელობით, გარდა ამისა, მოსალოდნელია პირისპირ კომუნიკაცია, ასევე კიმ ჩენ ინის პატივსაცემად ოფიციალური ვახშამიც იგეგმება.

პესკოვის განცხადებით, მხარეები რეგიონში არსებულ ვითარებასა და ორმხრივ ურთიერთობებს განიხილავენ. რუსული მედიის ინფორმაციით, "ჯავშან მატარებელი", რომელშიც კიმ ჩენ ინი იმყოფება, რუსეთში ჩავიდა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს
ქუთაისის მაკდონალდსი ახალ ეპოქაში - რემოდელინგი, რომელიც სტანდარტებს ცვლის