რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში თვითმფრინავი ხორბლის ყანაში ავარიულად დაეშვა

რუსეთში, ნოვოსიბირსკის ოლქში „ურალის ავიახაზების“ კუთვნილმა „აერობუს“ А320-მა ავარიული დაშვება განახორციელა.

ინფორმაციას „როსავიაცია“ ავრცელებს.

უწყების ცნობით, „აერობუსი“ სოჭი-ნოვოსიბირსკის რეისს ასრულებდა და, სავარაუდოდ, ბორტზე აღმოჩენილი უწესივრობების გამო, ავარიული დაშვება კამენკას დასახლებულ პუნქტთან მდებარე ხორბლის ყანაში განახორციელა, მსხვერპლი და დაშავებულები არ არის.

„თვითმფრინავში 161 მგზავრი იყო, მათ შორის ეკიპაჟის 6 წევრი და 21 ბავშვი. ლაინერზე აალება არ მომხდარა, მას შესამჩნევი დაზიანებები არ აღენიშნება. ყველა მგზავრი ევაკუირებულია და ახლო მდებარე კულტურის სახლშია გადაყვანილი“, - განაცხადეს რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროში.

შეგახსენებთ, რომ ევროკავშირმა რუსეთში საავიაციო და კოსმოსურ სექტორში გამოყენებადი საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტი აკრძალა. ამის შემდეგ რუსულ ავიაკომპანიებს სათადარიგო ნაწილებთან დაკავშირებული პრობლემები შეექმნათ, რაც Airbus და Boeing-ის ტიპის თვითმფრინავების მომსახურებას ართულებს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის