ვლადიმერ პუტინი - სომხეთმა ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი აღიარა - რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია, თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია

სომხეთის ხელმძღვანელობამ ყარაბაღზე აზერბაიჯანის სუვერენიტეტი არსებითად აღიარა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ვლადივოსტოკში, აღმოსავლეთის ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.

„საქმე მხოლოდ კონფლიქტის შედეგებში არაა. საქმე ისაა, რომ სომხეთის ხელმძღვანელობამ არსებითად აღიარა აზერბაიჯანის სუვერენიტეტი ყარაბაღზე“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, პრაღის განცხადებაში სომხეთმა ეს ქაღალდზე დააფიქსირა.

„ახლა პრეზიდენტი ალიევი მეუბნება: „თქვენ ხომ იცით, რომ სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი ჩვენია, რომ ყარაბაღის სტატუსის საკითხი აღარ არსებობს, ის მოგვარებულია“, - განაცხადა პუტინმა.

მისი თქმით, ეს არა რუსეთის, არამედ სომხეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებაა.

„გვეუბნებიან : და თუ ასეა, მაშინ ახლა ყველა საკითხი, თუ გინდათ რაიმე გააკეთოთ ყარაბაღთან დაკავშირებით, ჩვენთან ერთად ორმხრივად უნდა გადაწყდეს. რა უნდა ვთქვათ? სათქმელი არაფერია. თუ თავად სომხეთმა აღიარა, რომ ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილია“, - დასძინა პუტინმა.

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
სოფიო ხორგუანი - როდესაც ჩიხში შედიხარ, უნდა დაბრუნდე უკან და მოძებნო ის გზა, რომელიც ჩიხს აგარიდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ვალუტის გაცვლა ახლა უკვე Scapp-შია – სვის კაპიტალი აპლიკაციის ფუნქციონალს აფართოებს
ბრემენის უნივერსიტეტსა და აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის ფართო ხელშეკრულებას მოეწერა ხელი
Harmont & Blaine-მა თბილისში ახალი მონობრენდული მაღაზია გახსნა
PSP-სა და „MAGENTO“-ს სერტიფიცირებულ პარტნიორს „Bighorn Web Solution“ შორის ელ-კომერციის პლატფორმის სრულყოფილი განახლების კონტრაქტი გაფორმდა
„სილქ როუდ ჯგუფის“ პრესსამსახურის განცხადება