რუსეთის პატრიარქი კირილი პოლიტიკურ ძალებს, ჯარს და ეკლესიას „ბოროტი ძალების“ დასამარცხებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა კირილმა ჯარს, პოლიტიკურ ძალებს, ასევე ეკლესიას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ „ბოროტი ძალების“ დასამარცხებლად. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

„დღეს რუსეთი უმთავრესი ამოცანის წინაშე დგას: გამოვიდეს გამარჯვებული იმ ბრძოლიდან, რომელსაც ახლა ჩვენ წინააღმდეგ ბოროტი ძალები აწარმოებენ და საერთოდაც, არ უნდა დავაკნინოთ იმ მომენტის სირთულე, რომელსაც განვიცდით. დღეს ჩვენ გვჭირდება ყველას მობილიზება: სამხედროები, პოლიტიკური ძალები და, რა თქმა უნდა, ეკლესია უნდა იყოს მობილიზებული - უპირველეს ყოვლისა, იმისათვის, რომ ვილოცოთ ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჯარისთვის, მაგრამ ასევე იმისთვის, რომ ვიყოთ იქ, ფრონტის ხაზზე, როგორც ჩვენი მშვენიერი პოლკის მღვდლები, რომლებიც მუშაობენ და, სამწუხაროდ, იღუპებიან, მაგრამ არ ტოვებენ ფრონტის ხაზს“, - აღნიშნა კირილმა.

მისი თქმით, ფრონტზე უკვე ხუთი მღვდელი დაიღუპა.

„რწმენა არის ძალა, რომელსაც შეუძლია ყველა სხვა ადამიანური ძალის მობილიზება“, - აღნიშნა მან.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო