მედია - შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

მედია - შვედეთი უკრაინისთვის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს

შვედეთის მთავრობა უკრაინისთვის Gripen-ის საბრძოლო თვითმფრინავების გადაცემას განიხილავს, - შვედეთის საზოგადოებრივი რადიო ავრცელებს.

საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, მთავრობას, სხვა საკითხებთან ერთად, სურს იცოდეს, როგორ იმოქმედებს ეს ნაბიჯი შვედეთის თავდაცვით შესაძლებლობებზე და რამდენად სწრაფად შეუძლია ქვეყანას ახალი Gripen-ის თვითმფრინავების მიღება და მან ამ საკითხი განხილვა, შესაძლოა, შეიარაღებულ ძალებს ოფიციალურად მოსთხოვოს.

შვედეთის საზოგადოებრივი რადიოს ცნობით, უკრაინა იმედოვნებს, რომ შვედეთისგან Gripen-ის 16-18 თვითმფრინავს მიიღებს.